საპროტესტო ტალღა ძალებს იკრებს. ოპოზიცია არჩევნების ოფიციალურ შედეგთან შეგუებას არ აპირებს. ქვეყანაში საპროტესტო აქციების ჯაჭვია. დღეს კიდევ ერთი მთავარი ადგილი ბათუმი იყო.
ოპოზიციური კოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნების წართმევას და დიქტატურის დამყარებას ოცნებას არავინ აპატიებს. ბრძოლა აქტიური და კონსტიტუციურ ჩარჩოებში იქნება. ხვალ ზუგდიდი, ზეგ ქუთაისი. შაბათს აქცია თბილისში იგეგმება.